Tuttosport-მა ისევ დაწერა, რომ იუვენტუსი გიორგი მიქაუტაძის გადაყვანას შეეცდება, რასაც ორი რეალური მიზეზი და ახსნა გააჩნია.
პირველი ისაა, რომ ტურინში არკადიუშ მილიკს არ ენდობიან, რის გამოც იუვეში კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურთ. გარდა ამისა, ლიონს ფინანსური პრობლემები სასწრაფოდ დასაფარი აქვს, შესაბამისად, ისინი ფეხბურთელების გაყიდვას აუცილებლად განიხილავენ.
ფრანგული მედია წერს, რომ ლიონი მოთამაშეების იჯარით გაშვებას არ აპირებს. მათი მიზანი ისაა, რომ სწრაფი ფული მიიღონ და დავალიანება სასწრაფოდ დაფარონ, რათა ლიგა 2-ში არ დაქვეითდნენ.