უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ ბარსელონა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარცხენა ვინგერის შეძენას შეეცდება - ესპანური გამოცემები ყველაზე ხშირად სერია ა-ს მოთამაშეების, ხვიჩა კვარაცხელიას და რაფაელ ლეაოს ვარიანტებზე წერენ.
მაგალითად, ესპანური Sport.es-ის ინფორმაციით, ჰანს ფლიკი უპირატესობას ქართველის ვარიანტს ანიჭებს, გარდა მთავარი მწვრთნელის აზრისა, კლუბის ხელმძღვანელობას მიაჩნიათ, რომ ხვიჩას დამატებას უფრო ნაკლებ ფასად მოახერხებენ და ხელფასის სახითაც ნაკლები გადასახადი ექნებათ.
ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ფეხბურთელებს შორის სხვაობა ორი წელია ხვიჩას სასარგებლოდ.