ლიონი გამოირიცხა - საზანოვით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა » სპორტის ხაზი

ლიონი გამოირიცხა - საზანოვით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

ლიონი გამოირიცხა - საზანოვით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა
12-08-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, საბა საზანოვის დამატებით თურქული ბეშიქთაშიც არის დაინტერესებული და მზად არის მის სანაცვლოდ მსუყე თანხაც კი გადაიხადოს.

თუმცა, როგორც Sport24 აცხადებს, ახალგაზრდა მცველს თურქეთის ვარიანტი არ მოსწონს და კარიერის გაგრძელება ტოპ 5 ჩემპიონატში სურს.

"საბა საზონოვით ბეშიქთაშია დაინტერესებული. თურქული კლუბი მზად არის, მოსკოვის დინამოს მცველის ტრანსფერში დაახლოებით სამი მილიონი ევრო შესთავაზოს, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის კლუბებში გადასვლის ვარიანტებს განიხილავს."

ლიონი გამოირიცხა - საზანოვით კიდევ ერთი კლუბი დაინტერესდა

საბას კარიერის გაგრძელება ტოპ 5 ლიგაში სურს

ბეშიქთაშის გარდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ლიონი და ფროსინონეც იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ პოპულარული ფრანგული გამოცემა L’Équipe წერს, რომ ფრანგულმა კლუბმა ცენტალური მცველი უკვე დაიმატა, ამიტომ ლიონში ქართველის გადასვლა გამოირიცხა.

"22 წლის ჯეიკ ობრაიენი კრისტალ პალასიდან ლიონში გადადის, ტრანსფერამდე კი სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. მას ლიონის მფლობელი ჯონ ტექსტორი კარგად იცნობს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კრისტალ პალასის აქციონერიცაა. ირლანდიის 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშემ გასული სეზონი იჯარით გაატარა მოლენბეკში. ობრაიენი აპირებს, ხელი მოაწეროს კონტრაქტს, რომლის საფასურიც მილიონი ევროა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც საბა საზონოვის გარიგება, სავარაუდოდ, ჩაიშალა. საზონოვთან გარიგება დაახლოებით მილიონი ევრო ღირდა და ლიონმა ფინანსურად მიუღებლად მიიჩნია." – წერს L’Équipe.

შეგახსენებთ, რომ საზანოვი ამჟამად დინამო მოსკოვის ღირსებას იცავს, სადაც ჩატარებულ 41 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი