თავმდაბლობის მაგალითი - ქართველი მეკარის ღირსეული სიტყვები გამარჯვების შემდეგ » სპორტის ხაზი

თავმდაბლობის მაგალითი - ქართველი მეკარის ღირსეული სიტყვები გამარჯვების შემდეგ

თავმდაბლობის მაგალითი - ქართველი მეკარის ღირსეული სიტყვები გამარჯვების შემდეგ
გუშინ, 19:22
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მე-6 ტურში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ შარშანდელი სეზონის მთავარ აღმოჩენა ჟირონას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი აღნიშნულ შეხვედრაში 3 მოგერიებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, რის შემდეგაც გიორგის თავმდაბლობის მაგალითიც ვიხილეთ.

მატჩის საუკეთესოს წოდება მე არ მეკუთვნის, ის სხვა ფეხბურთელებს უნდა მისცენ. ჩემი საქმე კარის გადარჩენაა და ვაპირებ, რომ ამ სეზონშიც მაქსიმალურად დავიხარჯო. არ მსურს, რომ გუნდის ნაკლზე ვისაუბრო. მოთმინება გვმართებს, რადგან წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს ერთად გასავლელი.

- თქვა მამარდაშვილმა.

ცნობისთვის, აღებული 3 ქულით ქართველი მეკარის გუნდი ლა ლიგის მე-19 ადგილს 4 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი