"ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ" - ძაკარდოს ქართული გარემო მოეწონა » სპორტის ხაზი

"ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ" - ძაკარდოს ქართული გარემო მოეწონა

"ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ" - ძაკარდოს ქართული გარემო მოეწონა
დღეს, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

"მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა კრისტიან ძაკარდომ საქართველოს ნაკრების ვეტერანებთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.

"საქართველო ჩემი მეორე სახლია. აქ უკვე მერვედ თუ მეცხრედ ჩამოვედი. დავესწარი საბერძნეთთან მატჩსაც.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კარგი თამაში გამოვიდა. შეგვეძლო მოგებაც და წაგებაც, თუმცა პენალტებში გავიმარჯვეთ და კმაყოფილები ვართ.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გულშემატკივარმა ისიამოვნა.

მადლობა მინდა გადავუხადო კალაძეს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის.

ასევე ყველა თქვენგანს, ვინც თამაშზე მოხვედით. ჩვენთვის სასიამოვნოა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა და "მილანის" დიდებული მაისურით თამაში. მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ყველა თქვენგანი გავახარე.

საქართველოს კარგად ვიცნობ, ქართველი და იტალიელი ხალხი ერთმანეთს ძალან ჰგავს, ძალიან სტუმართმოყვარე და თბილი ხალხი ხართ. ბევრი გულშემატკივარი იყო და მადლობა, რადგან როცა აქ ვარ, ყოველთვის კარგად მხვდებიან. საქართველოში სიამოვნებით ჩამოვდივარ.

კვარაცხელია ჩემი მეგობარია, ფანტასტიკური, საოცარი ფეხბურთელია და ძალიან მიყვარს. იტალიაში კარგად თამაშობს და ბედნიერი ვარ.

ფანტასტიკური ბიჭია, უფრო და უფრო მოუმატებს, მისი გულშემატკივარი ვარ."


- თქვა ვეტერანმა იტალიელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი