VIDEO: "ფიზიკურად მუშაობა ამ დრომდე მიწევდა" - მერაბ დვალიშვილი განვლილ გზაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

VIDEO: "ფიზიკურად მუშაობა ამ დრომდე მიწევდა" - მერაბ დვალიშვილი განვლილ გზაზე საუბრობს

VIDEO: "ფიზიკურად მუშაობა ამ დრომდე მიწევდა" - მერაბ დვალიშვილი განვლილ გზაზე საუბრობს
22-09-2024, 11:14
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ამერიკულ პოდკასტს Jake Shields-ს ესტუმრა და სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ერთ-ერთ მომენტში გადაცემის წამყვანმა მერაბს დაუსვა კითხვა, თუ როდის შეწყვიტა მუშაობა და გადაერთო სრული დროით ვარჯიშზე, რაზეც ქართველმა უპასუხა, რომ 2020 წელს.

"პირველი ბრძოლა წავაგე UFC-ში და ჩვენ ვიცით როგორ იხდიან იქ, 10 ათასი დოლარი, შენ უნდა გადაუხადო მენეჯერსაც, სხვა ხარჯები.
მანქანა ვიყიდე, ძალიან ძველ მანქანას ვატარებდი და ფული არ იყო.

მეორე ბრძოლისას ბონუსი მივიღე, შევწყვიტე მუშაობა, მაგრამ როცა ჩემი შემდეგი ბრძოლა მოდიოდა და მე უფულოდ ვიყავი ისევ, რადგან მე დავხარჯე მთლიანად ის ფული და ახლა ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.

როცა შემდეგი ბრძოლა მოვიგე, ის ფული დავიტოვე და დავიწყე ხელახალი მუშაობა, რადგან არ მინდოდა რომ ეს ისევ მომხდარიყო."
- ამბობს დვალიშვილი.

იხილეთ მონაკვეთი პოდკასტიდან:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი