"ლუკაკუ საშინელია, ხვიჩა კი.." - რას წერენ ნეაპოლელები ქართველსა და ბელგიელზე » სპორტის ხაზი

"ლუკაკუ საშინელია, ხვიჩა კი.." - რას წერენ ნეაპოლელები ქართველსა და ბელგიელზე

"ლუკაკუ საშინელია, ხვიჩა კი.." - რას წერენ ნეაპოლელები ქართველსა და ბელგიელზე
დღეს, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-5 ტურში ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირება შედგა, რომელშიც მაყურებელს გოლი არ უხილავს.

აღნიშნული მატჩი არასრულად ითამაშა ხვიჩასა და ლუკაკუს დუეტმა. კონტემ ქართველი და ბელგიელი თამაშიდან 72-ე წუთისთვის მოხსნა.

აი, როგორ აფასებენ რომელუსა და კვარას იუვესთან გარჯას ნეაპოლელები:

ლუკაკუ საშინელია, ხვიჩა კი აქეთ-იქით ტყუილად დარბოდა, ვერაფერი გავაკეთეთ.

მგონია, რომ ლუკაკუ დამატებით 10 კილოგრამით თამაშობს, ოსიმენს ვერაფრით ვერ შეცვლის.

კვარაცხელია უნიკალურია და თამაშიდან არ უნდა გაგყავდეს, კონტე შეცდა.

კარგი მატჩი არავის ჰქონია, მაგრამ ლუკაკუ გამორჩეულად ცუდი იყო.

ხანდახან ვერც კი ვხვდები თუ რანაირად მოვიგეთ სკუდეტო.

ლუკაკუ სეზონის იმედგაცრუება იქნება, მოინიშნეთ ჩემი სიტყვები.

არავინ ჰგავდა თავის თავს, მათ შორის არც კვარაცხელია.

- წერენ ფანები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი