"მათ შორის არავინ არ უნდა ერეოდეს" - ნიგერიელები და იტალიელები ოსიმენისა და ჯუღელის შესახებ ამას წერენ » სპორტის ხაზი

"მათ შორის არავინ არ უნდა ერეოდეს" - ნიგერიელები და იტალიელები ოსიმენისა და ჯუღელის შესახებ ამას წერენ

"მათ შორის არავინ არ უნდა ერეოდეს" - ნიგერიელები და იტალიელები ოსიმენისა და ჯუღელის შესახებ ამას წერენ
11-01-2024, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეების განმავლობაში განხილვის საგნად იქცა მამუკა ჯუღელის ოსიმენისადმი უკვე პოპულარული განცხადება, რომელსაც ვიქტორმა დიდი სიბრაზითა და წყენით უპასუხა.

აი, რას წერენ ადგილობრივი ნაპოლის ფანები და ნიგერიელი ქომაგები ჯუღელის შესახებ:

"მათ ძმობაში არავინ არ უნდა ერეოდეს, მათ შორის არც მამუკა ჯუღელი"

"ვერ ვხვდები მოტივს თუ რის გამო თქვა მსგავსი რამ კვარაცხელიას აგენტმა"

"ნაპოლის ისედაც უთვალავი პრობლემა აქვს და ასეთი ბავშვურობის დრო ახლა არ არის"

"იმედი მაქვს, რომ ეს თემა ვიქტორსა და ხვიჩას ერთმანეთთან არ დააპირისპიერებს"

"საშინელი და არაკაცური საქციელია, მხარდაჭერა ოსიმენს"

"დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კვარაცხელიაზე წნეხს კიდევ უფრო გაზრდის"

"ტრიუმფის შემდეგ ასეთ კატასტროფას ნამდვილად არ ველოდი, გუნდი ყველანაირად იშლება"

"ასეთი განცხადებები დასჯადი უნდა იყოს, შეურაცხყოფას არავინ მოითმენს"

"ნაპოლიში ყველა ოსიმენის წინააღმდეგაა განწყობილი, მას ვერ აფასებენ", - წერენ იტალიელი და ნიგერიელი ფანები


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი