"კონტე ხვიჩას პირადად ესაუბრა და მისგან უკვე ამის მოლოდინი აქვს" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"კონტე ხვიჩას პირადად ესაუბრა და მისგან უკვე ამის მოლოდინი აქვს" - იტალიური მედია

"კონტე ხვიჩას პირადად ესაუბრა და მისგან უკვე ამის მოლოდინი აქვს" - იტალიური მედია
გუშინ, 11:19
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას იუვენტუსთან ნაჩვენები სათამაშო ხარისხი ნეგატიურად შეაფასეს, ყოველ შემთხვევაში არა ისეთად, როგორსაც ქართველმა ფეხბურთელმა აქამდე მიგვაჩვია.

სწორედ კვარაცხელიას შესახებ დაწერა Corriere dello Sport-მა, რომლის მტკიცებითაც ხვიჩას და კონტეს ერთმანეთში პირადი საუბარიც კი ჰქონდათ.

ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსის წინააღმდეგ ჩრდილში მოექცა, რამაც ქართველსა და ნაპოლის მწვრთნელს შორის საფუძველი პირადი სახის საუბარს დაუდო. კონტემ კვარაცხელიას სიტუაცია აუხსნა და ახლა ის ფეხბურთელისგან შესაბამის რეაქციას ელოდება. საქმე ისაა, რომ თავად ხვიჩამაც იცის საკუთარი შესაძლებლობები და ისიც, რომ იუვესთან ქართველმა მათი გამოვლენა ვერ შეძლო, რის შეცვლასაც ხვიჩა და ნაპოლის დამრიგებელი ერთობლივად აპირებენ.

- წერს გამოცემა.

აღნიშნული წყაროს სტატიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ კონტე გამალებით ცდილობს ძველი ნეაპოლური ატმოსფეროს აღდგენას, ზუსტად იმ ატმოსფეროსი, რომლითაც ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ სკუდეტოს მოგება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი