დიდი ფიგურა დააკლდათ - უკრაინას საქართველოსთან ვარსკვლავი არ ეყოლება! » სპორტის ხაზი

დიდი ფიგურა დააკლდათ - უკრაინას საქართველოსთან ვარსკვლავი არ ეყოლება!

დიდი ფიგურა დააკლდათ - უკრაინას საქართველოსთან ვარსკვლავი არ ეყოლება!
დღეს, 12:03
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ერთა ლიგაც შესანიშნავად დაიწყო და ჯერ ჩეხეთს სახლში, შემდეგ კი ალბანეთს გასვლაზე მოუგო.

ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილზე მყოფი საქართველო მომდევნო შეხვედრას უკრაინასთან გასვლაზე გამართავს, რომელსაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდა.

როგორც დაიწერა, უკრაინის ნაკრებისა და ჯენოას ნახევარმცველმა, რუსლან მალინოვსკიმ ოპერაცია ჩაიტარა და წესით, მკურნალობა გაზაფხულამდე უნდა გაიწელოს, შესაბამისად, მეტოქეს საკვანძო მოთამაშე დანამდვილებით დააკლდება.

ცნობისთვის, უკრაინისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს შედგება, შეხვედრას კი პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი