უეფას ერთა ლიგის B1 ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, საქართველოს ნაკრებთან უკრაინას რუსლან მალინოვსკი ვერ დაეხმარება.
კონკრეტულად, "ჯენოას" შემტევ ნახევარმცველს ოპერაციის გადატანაც მოუხდა, ხოლო მკურნალობა და აღდგენითი პროცესი შესაძლოა გაზაფხულამდე გაიწელოს.
საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.