ფიფა სამტრედიის საფეხბურთო ცენტრის შესახებ სტატიას აქვეყნებს » სპორტის ხაზი

ფიფა სამტრედიის საფეხბურთო ცენტრის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ფიფა სამტრედიის საფეხბურთო ცენტრის შესახებ სტატიას აქვეყნებს
დღეს, 01:18
Aa Aa
გაზიარება:

სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის გახნასთან დაკავშირებით, ფიფას ოფიციალური ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა: „ფიფა ფორვარდის“ მხარდაჭერით საქართველოში ახალი საფეხბურთო ცენტრი აშენდა

სამტრედიაში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელიც ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, კახა კალაძის სახელს ატარებს და პროგრამა "ფიფა ფორვარდის" ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. ობიექტი მოიცავს 200 ადამიანზე გათვლილ ტრიბუნას და სტანდარტული ზომის ორ სათამაშო მოედანს, რომლის გამოყენებასაც ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ.

ღონისძიებას დაესწრო ფიფას ევროპული ასოციაციების განყოფილების დირექტორი ელჰან მამადოვი. „ჩვენთვის დიდი პატივია ამ გამორჩეული საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე ყოფნა, რომელიც პროგრამა „ფიფა ფორვარდის“ მხარდაჭერით აშენდა და ლეგენდარული კახა კალაძის სახელს ატარებს. ეს ობიექტი არა მხოლოდ კალაძის მემკვიდრეობაზე იზრუნებს, არამედ ადგილობრივი ნიჭიერი მოთამაშეების განვითარებაში, ქართული ფეხბურთის წინსვლაში და მომავალი ჩემპიონების აღზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განაგრძობს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადებას, და ჩვენ ამას მივესალმებით“, აღნიშნა ფიფას წარმომადგენელმა. კახა კალაძეს 1996-2011 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 80 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ კი კიევის „დინამოში“, „მილანსა“ და „ჯენოაში“ გაგრძელდა. „მილანთან“ ერთად კალაძე ორჯერ გახდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

gff.ge


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი