საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ლა ლიგა 2-ის მორიგი ტურის შეხვედრაში "დეპორტივო ლა კორუნიას" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ქართველი ნახევარმცველი მე-11 ტურის დაპირისპირებაში ვალენსიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა.
90 წუთი ითამაშა, ყვითელი ბარათი (90+8) მიიღო და შეფასების სახით 7,5 ქულა დაუწერეს.
11 ტურის შემდეგ "ლევანტეს" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.