"მამარდაშვილის გუნდში მოსვლა ამ პრობლემას გამოიწვევს" - ლივერპულის ლეგენდა » სპორტის ხაზი

"მამარდაშვილის გუნდში მოსვლა ამ პრობლემას გამოიწვევს" - ლივერპულის ლეგენდა

"მამარდაშვილის გუნდში მოსვლა ამ პრობლემას გამოიწვევს" - ლივერპულის ლეგენდა
გუშინ, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

ალისონ ბეკერი ტრავმირებულია და ამ პერიოდში ლივერპულში თავი გუნდის სათადარიგო მეკარემ კაიომინ კელეჰერმა გამოიჩინა, რაზეც ადგილობრივ მედიასთან კლუბის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივ მაკნამანიმ ისაუბრა.

"კელეჰერის მეორე მეკარედ მოხსენიება დიდი შეცდომა და უპატივცემულობაა, რადგან მან უკვე არაერთი მაღალი დონის თამაში ჩაატარა.

როცა ალისონი კარგ ფორმაშია, ცხადია ის სათადარიგო მეკარეა, მაგრამ ახლა მისი მეორე ნომრად მოხსენიება აღარ გამოდის.

პრობლემას მომდევნო ზაფხულში ვხედავ, როდესაც გუნდს გიორგი მამარდაშვილი შემოეურთდება და ყველამ ვიცით, რომ მე-2 ნომრად თამაში არ სურს. არც ალისონია თადარიგში ყოფნაზე თანახმა და კელეჰერიც ზედმეტად კარგია სკამისთვის - ზაფხულის შემდეგ ურთულესი გადაწყვეტილება იქნება მისაღები
", - განაცხადა მაკნამანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი