ალისონ ბეკერი ტრავმირებულია - რას ნიშნავს ეს გიორგი მამარდაშვილისთვის » სპორტის ხაზი

ალისონ ბეკერი ტრავმირებულია - რას ნიშნავს ეს გიორგი მამარდაშვილისთვის

ალისონ ბეკერი ტრავმირებულია - რას ნიშნავს ეს გიორგი მამარდაშვილისთვის
დღეს, 17:35
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში ლივერპული სტუმრად კრისტალ პალას დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 0:1 დაამარცხა.

შეხვედრის 79-ე წუთზე, ტრავმის გამო მერსესაიდული კლუბის ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერი ტრავმის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა და მისი შეცვლა ვიჩესლავ იაროშივს მოუწია.

ჯერჯერობით ალისონის ტრავმის სირთულე უცნობია, ის ლივერპულის ექიმებმა უნდა შეაფასონ და სხვა დეტალები შემდეგ გვეცოდინება.

შეგახსენებთ, მამარდაშვილი ლივერპულის საკუთრებაა, თუმცა ინგლისურ გუნდსა და ვალენსიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ქართველი მეკარე დარჩენილ სეზონს ესპანურ გუნდში გაატარებს, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა სიტუაცია მანამდე შეიცვალოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი