როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია - ქართველმა მეკარემ ინგლისურ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მერსესაიდული კლუბის მაისურს, მომდევნო სეზონში მოირგებს, მანამდე კი ერთ სეზონს ვალენსიაში გაატარებს.
ერთადერთი გუნდი, რომელმაც ვალენსიას გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ლივერპულამდე 35 მილიონი ევრო შესთავაზა არაბული ალ-იტიჰადი იყო - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.
"ქართველი მეკარის პასუხი დაუფიქრებლად უარი იყო, მას მხოლოდ ევროპულ ტოპ კლუბში თამაში სურდა.
ჩვენი ინფორმაციით, 23 წლის გიორგი მამარდაშვილმა ზღაპრულ კონტრაქტზე თქვა უარი. 45 მილიონი ევრო 3-წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ - და უკვე დღეს, გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად ლივერპულის ფეხბურთელია", - წერს Geo Team.