როგორც უკვე იცით, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში გადასვლასთან დაკავშირებით ხელი 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს კვლავ ვალენსიაში ჩაამთავრებს, 2025 წლიდან კი ლივერპულში გადაბარგდება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ ლივერპულის სასტარტო მეკარე, ალისონ ბეკერი ამ სეზონის შემდეგ წასვლას აპირებდა, თუმცა ბრაზილიელი კიპერის მიერ გაკეთებულმა კომენტარმა ბევრი რამ შეცვალა და კითხვის ნიშნებიც გააჩინა.
სამუდამოდ აქ დარჩენას არავინ ვაპირებთ, მე კი უკვე ვბერდები! თუმცა მეკარისთვის ჯერ ახალგაზრდა ვარ, დიდი ენერგია მაქვს და კიდევ ბევრი რამ შემიძლია კლუბს მივცე და მინდა, ლივერპულთან ერთად რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო.
მე დამიკავშირდნენ და საუდის არაბეთის პრო ლიგაში გადასვლა შემომთავაზეს. ეს მიმზიდველი და სარფიანი ინტერესი იყო, მაგრამ ფეხბურთს სიყვარულისთვის ვთამაშობ და წასვლა არ მოვისურვე, რადგან ლივერპული ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მამარდაშვილი კარგი ბიჭია, თუმცა მე ჯერ ისევ აქ ვარ!
- თქვა ალისონმა.
ცნობისთვის, მამარდაშვილისა და ლივერპულის წარმომადგენლები ერთმანეთს კიდევ ერთხელ სულ მალე შეხვდებიან და წესით, ალისონის გუნდიდან წავლისა და დარჩენის საკითხს მორიგ ჯერზე განიხილავენ.