პორტუგალიის ნაკრების მხრიდან ჩეხეთთან დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი ორმა ფეხბურთელმა მიიღო.
წესების თანახმად, თუ ორ განსხვავებულ შეხვედრაში ყვითელ ბარათს მიიღებ, მესამეს ავტომატურად ტოვებ.
პორტუგალიის მხრიდან ჩეხეთთან დაპირისპირებაში ყვითელი ბარათი რაფაელ ლეაუმ ("მილანი") და ფრანსიცო კონსეისაომ ("პორტუ") მიიღეს.
ლეაუ ერთადერთი გარემარბია, რომელიც სერია ა-ში ხვიჩაზე ძვირადღირებულია. იგი "მილანის" ერთ-ერთი ლიდერია.
რაც შეეხება კონსეისაოს, იგი ჩეხეთთან ბოლო წუთზე გოლის ავტორი გახლავთ და გუნდს 3 ქულა სწორედ მან მოაპოვებინა.
თუ ეს ორი ფეხბურთელი თურქეთთან დაპირისპირებაში ყვითელ ბარათს მიიღებს, ისინი საქართველოსთან დაპირისპირებას ავტომატურად გამოტოვებენ.