ბრიტანული The Telegraph მსოფლიო ფეხბურთში ახალ შესაძლო ინოვაციის შესახებ წერს.
საფეხბურთო სამყაროში ყვითელ და წითელ ბარათებთან ერთად მსაჯებს ფეხბურთელისთვის ლურჯი ბარათის ჩვენების შესაძლებლობაც ექნებათ, აღნიშნული ბარათი გამოყენებული იქნება ფეხბურთელისთვის, რომელიც მსაჯის მიმართ ცინიკურად ისაუბრებს ან მეტად უთანხმოების პოზიციაში ჩადგება. მოთამაშე, რომელიც ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედანს 10 წუთით დატოვებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , ლურჯი ბარათი FA თასის და ქალთა ასოციაციის თასის ზოგიერთ მატჩში დაინერგება, რათა ბარათის ეფექტურობა დადგინდეს, რომ მომავალში ამ წესის შემოღება მსოფლიო ფეხბურთში ამოქმედდეს.
ორი ლურჯი ბარათის მიღების შემთხვევაში შეიძლება იგივე წესი ამოქმედდეს რაც ორ ყვითელი ბარათზე, მოთამაშე მოედნიდან გაძევებული იქნება.
აგრეთვე, დიდი ალბათობით, ფეხბურთელი მაშინაც დატოვებს მოედანს, თუ იგი ერთ ყვითელ და ერთ ლურჯ ბარათს მიიღებს.