მანჩესტერ იუნაიტედში რუბენ ამორიმთან ერთად ახალი ეპოქა დაიწყო და კლუბის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მწვრთნელის ცვლილება გუნდს კვლავ მაღალ დონეზე დააბრუნებს.
აქამდე კი დაიწერა, რომ იუნაიტედი ახალ მწვრთნელთან ერთად ბევრ ფულს აღარ დახარჯავდა, თუმცა ინგლისური კლუბი 1-2 ტრანსფერის გაჩარხვას მაინც შეეცდება და როგორც წერენ, ერთ-ერთი ხვიჩა კვარაცხელიაც უნდა იყოს.
ქართველი ფეხბურთელის გარემოცვა დიდი ხანია ნაპოლიში ხელფასის სამართლიან ზრდას ითხოვს, რაზეც პრეზიდენტისგან თანხმობა ჯერ კიდევ არ ისმის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დე ლაურენტისმა კვარაცხელიას მოთხოვნები დაუკმაყოფილოს, რის ხარჯზეც სარგებლობას სწორედ მანჩესტერელები აპირებენ.
იუნაიტედის ბოსები მზად არიან, რომ ხვიჩას ანაზღაურების სახით იმაზე მეტი შესთავაზონ, ვიდრე ქართველი ნაპოლიში ითხოვს, - 9 მილიონი! იმ შემთხვევაში თუ ინგლისელები კვარაში 80-100 მილიონ ევროს გადაიხდიან, მართლაც დიდი იქნება შანსი, რომ ხვიჩა მანჩესტერის ფეხბურთელი გახდეს.