იტალიის სერია ა-ს მეცხრე ტურში ნეაპოლელები "ლეჩეს" დაუხვდებიან.
მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს, ტრადიციულად, უპასუხა გუნდის თავკაცმა, ანტონიო კონტემ, რომელსაც ერთ მომენტში "კვარას" კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა.
"კლუბსა და მის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაშიც მე არ ვერევი, რადგან იქ ჩემი ადგილი არ არის.
რასაც ხვიჩასგან ვითხოვ, არის ის, რომ მან კონცენტრაცია ამ სეზონზე მოახდინოს. კვარა ბრწყინვალე პროფესიონალია და იმედი მაქვს, რომ კლუბი გზას მალე მოძებნის."