ამ წუთებში, იტალიის სერია A-ს მე-7 ტურის შეხვედრაში ნაპოლი გასვლაზე ლეჩეს უპირისპირდება და მეტოქეს 0:2 ამარცხებს.
ქართველი შემტევი მთავარმა მწვრთნელმა 58-ე წუთზე შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე ჯაკომო რასპადორი შემოიყვანა - მიუხედავად ამისა, ხვიჩამ დღევანდელ მატჩში ულამაზესი საგოლე გადაცემის შესრულება მაინც მოახერხა.
whoscerod.com-ის ვერსიით, არასრულ 60 წუთში, ხვიჩამ შეფასების სახით 7.2 ქულა დაიმსახურა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
ცნობისთვის, ნაპოლი მომდევნო მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის რეალს დაუპირისპირდება და რუდი გარსია ცდილობს, წამყვანი მოთამაშეები დაასვენოს.