ოთარ გაბელიას დაკვირვება: "საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ.." » სპორტის ხაზი

ოთარ გაბელიას დაკვირვება: "საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ.."

ოთარ გაბელიას დაკვირვება: "საქართველოს ნაკრებში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ.."
გუშინ, 19:51
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა ქართველმა მეკარემ, ოთარ გაბელიამ ადგილობრივ მედიასთან ეროვნული ნაკრების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

სექტემბერში საქართველოს ნაკრების ორივე შეხვედრას ვადევნე თვალი და ყველაზე მეტად ის ფაქტი მომეწონა, რომ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბდა.

ჩვენი ნაკრები გუნდურად არის ძლიერი და წარმატებასაც სწორედ ამის ხარჯზე მივაღწიეთ. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ინდივიდიუალური ფეხბურთელები გჭირდება მეტოქის ზღუდეების გასახსნელად, ასეთები კი ნაკრებში კვარაცხელია და ჩაკვეტაძე გვყავს.

- თქვა ოთარ გაბელიამ.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი განახლების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილიდან 66-ე პოზიციაზე დაწინაურდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი