ხვალ, ჩვენი დროით 20:00 საათზე ტურინის იუვენტუსი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის უმასპინძლებს, რომელიც ბოლო თამაშებში ბრწყინვალედ გამოიყურება და ეჭვი არაა, რომ ანტონიო კონტეს გუნდი ტურინშიც გამარჯვებისთვის ითამაშებს.
გარდა ნაპოლის კარგი სათამაშო ფორმისა, შეიძლება ითქვას, რომ იტალიაში იუვენტუსი ქართველი ფეხბურთელის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ადასტურებს.
კვარა "ბებერ ქალბატონს" ჯამურად 4-ჯერ შეხვდა, რა დროშიც საქართველოს ნაკრების ლიდერმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
სხვათა შორის, იუვენტუსის მწვრთნელმა, ტიაგო მოტამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კვარაცხელია საკმაოდ სახიფათო ფეხბურთელია და იტალიელმა ისიც მიანიშნა, რომ მისი გუნდი გამარჯვებისთვის არაფერზე არ დაიწყებს თაკილს.