ვაპირებთ თუ არა ხვიჩას წინააღმდეგ უხეშად თამაშს? - ტიაგო მოტა ნაპოლისთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

ვაპირებთ თუ არა ხვიჩას წინააღმდეგ უხეშად თამაშს? - ტიაგო მოტა ნაპოლისთან მატჩის წინ

ვაპირებთ თუ არა ხვიჩას წინააღმდეგ უხეშად თამაშს? - ტიაგო მოტა ნაპოლისთან მატჩის წინ
20-09-2024, 17:29
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი სტუმრად იუვენტუსს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორსაც გაუსვა ხაზი.

"გულშემატკივარი შესანიშნავ თამაშს იხილავს, რადგან ორი უძლიერესი გუნდი დავუპირისპირდებით ერთმანეთს და ორივე მოგებისთვის ვითამაშებთ.

ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას სახით გამორჩეული მოთამაშე ჰყავს - ვაპირებთ თუ არა მის წინააღმდეგ უხეშად თამაშს? სახიფათო ჯარიმები არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხვალ გამარჯვება ვიზეიმოთ.

წინააღმდეგი ვართ სიმულაციის და იმედი მაქვს, მსგავს ფაქტებს ადგილი არ ექნება მოედანზე. საბედნიეროდ არსებობს VAR-ი, რომელიც მსგავს ფაქტებს აგვარებს
", - განაცხადა მოტამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი