ბოლო ხანებია გახშირდა სიახლეები საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის "გალათასარაიში" ტრანსფერის შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქული გრანდის უდიდესი სურვილია მიქაუტაძე თავიანთ გუნდში იხილონ და ამისთვის შეთავაზებაც უკვე გააკეთეს.
ფაბრიციო რომანოს თანახმად, ეს თანხა 17 მილიონი ევროს დამატებული ბონუსებია, თუმცა ლიონელები ამ თანხის სანაცვლოდ ქართველი გოლეადორის გაშვებას არ აპირებენ.