ჭადრაკული სვლა - რა დაგეგმეს კონტემ და ხვიჩამ იუვენტუსის დასამარცხებლად » სპორტის ხაზი

ჭადრაკული სვლა - რა დაგეგმეს კონტემ და ხვიჩამ იუვენტუსის დასამარცხებლად

ჭადრაკული სვლა - რა დაგეგმეს კონტემ და ხვიჩამ იუვენტუსის დასამარცხებლად
გუშინ, 11:24
Aa Aa
გაზიარება:

პირველ ტურში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ანტონიო კონტეს ნაპოლიმ სერია A-ში მიჯრით სამი შეხვედრა მოიგო და ნეაპოლელები ახლა გათამაშების ცხრილის მოწინავე პოზიციაზე 9 ქულით არიან.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს სეზონის ერთ-ერთი მთავარი გამოცდა შაბათს, ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ ელის, რომელსაც ნაპოლი გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდება, ამ მატჩისა და კონტეს გეგმებზე კი Corriere dello Sport-მა დაწერა.

კონტეს იუვესთან ჩანაფიქრი აქვს. იტალიელი გეგმავს, რომ მოულოდნელად იმოქმედოს და ტაქტიკა ბოლომდე შეცვალოს. კონტე ტურინელებთან 4-3-3 სქემას გამოიყენებს, რასაც წინასწარ განუსაზღვრელი ეფექტი უნდა ჰქონდეს.

- წერს გამოცემა.

თუ იტალიური წყაროს ვარაუდი და ინფორმაცია გამართლდა, მაშინ ხვიჩა კვარაცხელია იმ პოზიციას დაუბრუნდება, სადაც ლუჩანო სპალეტის ხელში თამაშობდა, - ფლანგზე, ცენტრიდან შორს, საიდანაც შეძლო კიდეც ქართველმა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მიღება.

ცნობისთვის, 21 სექტემბრის შეხვედრა 20:00 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩას "ბებერ ქალბატონთან" უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი