დღეს, 18:00 საათიდან, წლის ბოლო მატჩში 21-წლამდე ნაკრები გორში, უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებს.
მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდული გუნდის მოსამზადებელ პროცესს, ეროვნული ნაკრებიდან გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი წიტაიშვილი შეუერთდნენ. თუმცა, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ორივე მათგანი 21-წლამდე ნაკრებს ვირუსისა და მაღალი ტემპერატურის მიზეზით გამოაკლდა და ისინი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამავე მიზეზით დღევანდელ შეხვედრას ლევან თანდილაშვილიც გამოტოვებს.