როგორც უკვე იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, მზადების პროცესში კი ამხანაგურ მატჩებს მართავს.
რამდენიმე დღის წინ ისრალეთან წაგებული 1-2 ანგარიშის შემდეგ, 'ჯვაროსნები' განწყობის გამოსწორებას უკრაინის ეროვნულ ნაკრებთან შეეცდებიან.
მატჩამდე ორი დღით ადრე კი დადასტურდა, რომ ახალგაზრდულ გუნდს ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი უკვე დაემატა: გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი.
"უკრაინასთან მატჩამდე, ახალგაზრდულ გუნდს ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი უკვე დაემატა: გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი."
შეგახსნებთ იმასაც, რომ რამაზ სვანაძის შეგირდები უკრაინას 21 ნოემბერს, 18:00 საათზე დაუპირისპირდებიან.