გიორგი მიქაუტაძის ლიონმა საფრანგეთის ჩემპიონატში მარსელს უმასპინძლა, რომელმაც ქართველის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 2:3 მოუგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მინდორზე 67-ე წუთიდან გამოჩნდა.
გიორგის გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა, არა 100%-იანი, თუმცა ბურთის კარში მოთავსება მაინც შეიძლებოდა, რაც მიქაუტაძეს არ გამოუვიდა.
საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრების ფორვარდის თამაში 5.1 სარეიტინგო ქულით შეაფასეს, ამაზე დაბალი შეფასება კი სხვა არავისთვის დაუწერიათ.