ლიგა 1 ოფიციალურად დაიწყო გიორგი მიქაუტაძის ლიონმა, რომელმაც პირველი შეხვედრა გასვლაზე რენის წინააღმდეგ ჩაატარა.
აღნიშნულ მატჩში აშკარა უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებმაც საბოლოოდ ტაბლოზე გამანადგურებელი სხვაობა დააფიქსირეს, - 3:0.
გიორგი მიქაუტაძე ლიონის ძირითადში იმყოფებოდა და გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა პენალტი ვერ გამოიყენა, რაც მის შეფასებაზეც აისახა.
Flashcore-ზე გიორგის პერფორმანსი 5.9 ქულით შეფასდა, რაც ყველაზე დაბალი რეიტინგი გახლდათ.