გერმანიამ იაპონიასთან წააგო, ესპანეთმა დამაჯერებლად იმარჯვა - მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 დღე » სპორტის ხაზი

გერმანიამ იაპონიასთან წააგო, ესპანეთმა დამაჯერებლად იმარჯვა - მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 დღე

გერმანიამ იაპონიასთან წააგო, ესპანეთმა დამაჯერებლად იმარჯვა - მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 დღე
24-11-2022, 00:58
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბელგიისა და კანადის საფეხბურთო ნაკრებებს შორის დაპირისპირება, რითიც მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე ზურგსუკან მოვიტოვეთ. ძალიან საინტერესო და სენსაციებით დახუნძლული მატჩები ვიხილეთ, რამაც მომდევნო შეხვედრების ინტრიგა კიდევ უფრო გაგვიღრმავა. თუმცა, მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს დღე, გოლები, საკამათო მომენტები...

მაროკო/ხორვატია - მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე ვიცე ჩემპიონის ხორვატიისა და მაროკოს შეხვედრით დაიწყო. ბევრი ვარაუდობდა, რომ მიუხედავად მაროკოს ტექნიკური ფეხბურთისა, ხორვატიელები შეხვედრის მოგებას და სამი ქულის ჩაწერას მოახერხებდნენ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.

აღსანიშნავია, რომ ხაზგასმით ვერ ვიტყვით თუ რომელი კლუბი უფრო დიდ უპირატესობას ფლობდა. ერთი, რაც უპირობოა, ეს ბურთის ფლობაა (65%-35%), რაშიც დალიჩის გაწვრთნილი გუნდის უპირატესობა აშკარად შეინიშნებოდა. თანაბარი იყო გოლების მცდელობა, კარში დარტყმები. მიუხედავად თანაბაზი სტატისტიკისა მაროკო უფრო 'იკბინებოდა' და ცდილობდა გახსნილი ფეხბურთი ეთამაშა, თუმცა ხორვატიის დაცვის ხაზში ახალგაზრდა გვარდიოლი გაუვალი კედელი იყო. სათქმელია, რომ ეს ამ დღის ყველაზე უინტერესო შეხვედრა გამოდგა. საბოლოოდ გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში გოლის გატანა ვერ მოახერხეს და მატჩი საბოლოოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

გერმანიამ იაპონიასთან წააგო, ესპანეთმა დამაჯერებლად იმარჯვა - მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 დღე

ლუკა მოდრიჩი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

გერმანია/იაპონია - მოსაწყენი პირველი შეხვედრის შემდეგ, დრამატული და სენსაციური გამოდგა გერმანიისა და იაპონიის დაპირისპირება, სადაც საბოლოო შედეგს ალბათ არავინ მოელოდა.

მატჩის სტარტზევე ფლიკის ბიჭები იდეალურად გამოიყურებოდნენ და 33-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის წყალობით წინ გასვლაც მოახერხეს. ამის შემდეგ გერმანელებმა თავისი უპირატესობა უფრო გაზარდეს და პირველი ტაიმის მიწურულს კაი ჰავერცმა მეორე გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარე მდგომარების გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში განვითარებული მოვლენები კი ალბათ ბევრს არგენტინა-საუდის არაბეთს გაახსენებდა. იაპონელებმა შეხვედრის მეორე ნახევრის სტარტზე პრესინგი შემოგვთავაზეს, რაც პირველ 45 წუთში იაპონელების მხრიდან უცხო რამ გახლდათ. ამან შედეგი გამოიღო და 75-ე წუთზე 24 წლის ნახევარმცველმა რიცუ დოანიმ ანგარიში გაათანაბრა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი პირველი გოლი გაიტანა. იაპონელებს კარგი წუთები დაუდგათ, რაც 83-ე წუთზე ტაკუმა ასანომ გამოიყენა და პირველად 85 წუთის განმავლობაში იაპონელები წინ გავიდნენ.


გერმანიამ მსოფლიო ჩემპიონატი ცუდად დაიწყო

გაშვებული გოლის შემდეგ მოედანზე მუკოკო შემოვიდა, თუმცა ამ ცვლილებამ გერმანელებს არანაირი შედეგი არ მოუტანა. საბოლოოდ შეხვედრა იაპონელთა გამარჯვებით დასრულდა და ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე სენსაცია ვიხილეთ - E ჯგუფში იაპონია გალიდერდა.

ესპანეთი/კოსტა-რიკა - უშუალო კონკურენტის, გერმანიის ნაკრების სენსაციური მარცხის შემდეგ, ესპანეთის საფეხბურთო გუნდს ეს შეხვედრა დიდი ანგარიშით უნდა მოეგო და E ჯგუფის ლიდერი უნდა გამხდარიყო. ასეც მოხდა, 'ფურია როხამ' დამაჯერებლად 7:0 იმარჯვა და ამ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

ლუის ენრიკეს გაწვთნილმა გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. ამ აქტიურობას კი მე-11 წუთზე დანი ოლმოს გოლი მოჰყვა. გატანილი გოლის შემდეგ ესპანელებმა თავისი უპირატესობა უფრო გაზარდეს და ხორდი ალბას საგოლე გადაცემით მარკო ასენსიომ მეორე გოლის გატანა მოახერხა. ზუსტად 10 წუთში ვიხილეთ ფერნანტო ტორესის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი, რითაც პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 3:0 დაფიქსირდა.


ესპანელებმა მეტოქეს შვიდი გოლი გაუტანეს

მეორე ტაიმში ესპანელები არ გაჩერებულან და მეორე ტაიმის დაწყებიდან ცხრა წუთში ფერნანდო ტორესმა მეორე გოლიც გაიტანა. ამ გოლის შემდეგ, თითქოს გუნდი დამშვიდდა, თუმცა გავის იდერალურმა გასროლამ თითქოს თამაშს ხალისი დაუბრუნა. ახალგაზრდა ნახევარმცველის შედევრს კი 90 წუთზე კარლოს სოლერის გოლი მოჰყვა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში ალვარო მორატამ დააფიქსირა.

კანადა/ბელგია - მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე ბელგიისა და კანადის ნაკრებების დაპირისპირებამ დახურა. მიუხედავად ბელგიის გამარჯვებისა, აშკარა იყო კანადელების უპირატესობა, რაც სტატისტიკაზეც ნათლად აისახა.

პირველივე წუთებიდან კანადელებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს და მეტოქის ნახევარზე არაერთი სახიფათო მომენტიც შექმნეს. ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და მატჩის მე-11 წუთზე ტიბო კურტუას კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. დარტყმა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალფონსო დევისმა შეასრულა, თუმცა ბელგიელთა კარის დარაჯმა ეს თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ნაკრებს მხსნელად მორიგ ჯერზე მოევლინა.


ტიბო კურტუამ პენალტი მოიგერია

მიუხედავად გაშვებული გოლისა, კანადა მაინც შემტევით ფეხბურთს გვთავაზობდა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ტობი ალდერვაირელდის გადაცემას მიჩი ბატჩუაი გამოეხმაურა, რომელმაც მილან ბორჟანს ულამაზესი გოლი გაუტანა და ნაკრები დააწინაურა. მეორე ტაიმში კანადა შეტევებს ახორციელებდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, თუმცა მეტოქის ბადის შერხევა ჯორდან ჰერმენის გუნდმა ვერ მოახერხა. საბოლოოდ შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 1-0 დასრულდა და ბელგია F ჯგუფში გალიდერდა.

ხვალ მორიგი საინტერესო დღის მოლოდინში ვართ - (შვეივარია-კამერუნი) ; (ურუგვაი-სამხრეთ კორეა); (პორგუალია-განა) ; (ბრაზილია-სერბეთი)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი