"ვისაც ეს ტრანსფერი არ მოგწონთ, ერთს გეტყვით.." - ლივერპულის ფანები მამარდას ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"ვისაც ეს ტრანსფერი არ მოგწონთ, ერთს გეტყვით.." - ლივერპულის ფანები მამარდას ტრანსფერზე

"ვისაც ეს ტრანსფერი არ მოგწონთ, ერთს გეტყვით.." - ლივერპულის ფანები მამარდას ტრანსფერზე
27-08-2024, 23:31
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მამარდაშვილი ოფიციალურად ლივერპულის ფეხბურთელია - ქართველი მეკარე ამ სეზონს იჯარის წესით კვლავ ვალენსიაში გაატარებს და მომდევნო წელს, ლივერპულის მთავარ გუნდს შეუერთდება.

ინგლისური გრანდის ოფიციალურ განცხადებას, სადაც გულშემატკივრებს მამარდაშვილის დამატების თაობაზე აცნობეს, ქომაგებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ უმრავლესობას ქართველი მეკარის დამატება გაუხარდათ.

"კეთილი იყოს შენი მოსვლა მამარდ - საუკეთესო მეკარე ხარ, ორმელმაც "პენალდოს" წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუშვი"

"ვინმე თუ ამ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებთ, ერთს გეტყვით: მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო იყო და უკვე მრავალი წელია ვალენსიაში უმაღლეს დონეზე თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში უცნობი ჩემპიონატიდან მივიდა, ნამდვილად კარგი დანამატია!"

"კეთილი იყოს შენი მობრძანება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში"

"გილოცავ ლივერპულში მოსვლას ახალგაზრდავ. ჩვენთან ერთად, შენ არასოდეს ივლი მარტო!"

"არ მესმის... 6 ნომერი გვჭირდება სასწრაფოდ და მეკარე მოგვყავს, როცა ალისონი მაგარ ფორმაშია"

"ანუ რა გამოდის? ალისონისთვის ეს ბოლო სეზონია და არაბეთში მიდის? სამწუხაროა..."

"მომდევნო 5-10 წელი მეკარეზე საზრუნავი არ გვექნება, ბრავო ხელმძღვანელობას!"

"კარგია, მაგრამ ახლა ნახევარმცველის მოყვანის დროა!!!"

"დიდი ხანია ვაკვირდები და უმაღლეს დონეზე თამაშობს, ალისონის ღირსეული შემცვლელი იქნება, წარმატებები!"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი