გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია - დარჩენილია მხოლოდ ფორმალური საკითხები და ტრანსფერიც მალე გაოფიციალურდება.
გავლენიანი სპორტული გამოცემების მტკიცებით, ინგლისურ გრანდს მამარდას დამატება 35 მილიონი ევრო დაუჯდა + ქართველი ფეხბურთელი 1 წლით კვლავ ვალენსიაში დარჩება (იჯარის წესით) და ალისონ ბეკერის წასვლისთანავე, ლივერპულის მთავარი მეკარე გახდება.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზემოთხსენებული ტრანსფერით ფინანსურად დინამო თბილისიც იხეირებს - ვალენსიასთან კონტრაქტში ჩადებული პუნქტის წყალობით, რომან ფიფიას გუნდი დაახლოებით 3.5 მილიონ ევრომდე მიიღებს.