უკვე რამდენიმე დღეა, რაც არაერთი გავლენიანი გამოცემა გიორგი მამარდაშვილის მომავალს ლივერპულს უკავშირებს.
როგორც იწერება, ინგლისურმა გრანდმა ქართველ მეკარესთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, ახლა კი მოლაპარაკებებს ვალენსიასთან მართავს.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ტრანსფერით ვალენსია 30-35 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მამარდაშვილს ლივერპული ალისონ ბეკერის წასვლამდე, 1 წლით რომელიმე კლუბში გაანათხოვრებს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ზემოთხსენებული ტრანსფერით ფინანსურად დინამო თბილისიც იხეირებს - ვალენსიასთან კონტრაქტში ჩადებული პუნქტის წყალობით, რომან ფიფიას გუნდი დაახლოებით 5 მილიონ ევრომდე მიიღებს.