ქართულ მედიაში დაიწერა, რომ ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში მოთამაშე ჰაიდენჰაიმთან კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.
ჰაიდენჰაიმი გერმანიის უმაღლესი ლიგის მე-16 ადგილს (გასავარდნი ზონა) 10 ქულით იკავებს და გაძლიერება ნამდვილად სჭირდება.
გუნდს ახლა ორი ცენტრფორვარდი ჰყავს, მარვინ პიერინგერი და მიკელ კაუფმან სორენსენი, ამ ორიდან კი ბუდუზე უკეთესი სეზონი არცერთს არ აქვს.
უნდა ითქვას ისიც, რომ მთავარი მწვრთნელი, ფრანკ შმიდტი ფორმაციას ხშირად ცვლის, შესაბამისად, ბუდუს დიდი შანსი აქვს, რომ თავიდანვე ძირითადიდან დაიწყოს, ან თუნდაც 2-ფორვარდიან სქემაში ერთ-ერთი ადგილი დაიკავოს.