საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველ შემტევს ესპანეთში გადაბარგება ურჩია.
"ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების და ნაპოლის ლიდერია, მაგრამ ველოდები, რომ კიდევ უფრო და უფრო უკეთესად ითამაშებს.
ვფიქრობ, 2025 წელს ესპანურ გუნდში გადასვლა ესაჭიროება, რადგან ესპანეთის ჩემპიონატი მისი სტიქიაა, ამიტომაც თუ წავა მარტო ლა ლიგაში უნდა წავიდეს", - განაცხადა ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, ხვიჩამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და თავის გამოჩენა 5 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.