"UFC მერაბს უსამართლოდ ექცევა" - ალჯამეინ სტერლინგის სკანდალური განცხადება » სპორტის ხაზი

"UFC მერაბს უსამართლოდ ექცევა" - ალჯამეინ სტერლინგის სკანდალური განცხადება

"UFC მერაბს უსამართლოდ ექცევა" - ალჯამეინ სტერლინგის სკანდალური განცხადება
4-01-2025, 12:47
Aa Aa
გაზიარება:

მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელმა და სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინმა ქართველი მებრძოლის და უმარ ნორმაგომედოვის მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩხუბისთვის მოსამზადებლად მებრძოლებს მხოლოდ ექვსნახევარი კვირა აქვთ, მერაბი იძულებული გახდა, რომ ამ პირობებს დათანხმებოდა და ვფიქრობ, რომ ჩემპიონს მსგავს დათმობებზე წასვლა არ უნდა უწევდეს. ეს სწორი არ არის და მერაბს ძალიან უსამართლოდ ექცევიან!

მიუხედავად ამ ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ დვალიშვილი ნურმაგომედოვის წაუგებელ სერიას დაასრულებს და გამორჩეულ ბრძოლას შემოგვთავაზებს
", - განაცხადა სტერლინგმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ქამარს 19 იანვარს, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი