შაბათ-კვირა გამორჩეული შეხვედრებით იქნება დახუნძლული, თუმცა იტალიაში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იგეგმება - სერია A-ს ტურის ცენტრალურ მატჩში ნაპოლი მილანს დაუპირისპირდება, რომელიც ცხრილში ამჟამად მეორე ადგილზე იმყოფება და გათამაშების ლიდერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
ნაპოლის მილანი შინ 2018 წლის 25 აგვისტოს შემდეგ არ დაუმარცხებია, გუნდმა ეს სპალეტის ხელმძღვანელობითაც კი ვერ მოახერხა (2 მარცხი ლიგაში და ფრე ჩემპიონთა ლიგაზე). სწორედ ამიტომ გარსიასთვის, წერს Gazzetta dello Sport: "მილანთან მატჩი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე უბრალო სამი ქულა ან პირდაპირი შეტაკების კონკრეტული ზონა".
პარტენოპეიმ სერია A-ს ახალი სეზონი დამაჯერებლად ვერ წარმართა - გუნდმა ჯერ ჯენოასთან და ბოლონიასთან დაკარგა მნიშვნელოვანი ქულები, ხოლო შემდეგ ფიორენტინასთან სახლში 1:3 დამარცხდა. ამ უყურადღებობას კი მოჰყვა ცხრილში მეოთხე ადგილი 17 ქულით და ჩემპიონატის ლიდერთან 5 ქულიანი ჩამორჩენა. აღსანიშნავია, რომ აძურა ამ სეზონში სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს, პრობლემატურია საშინაო მატჩები, სადაც გარსიას გუნდი უკვე 3-ჯერ დამარცხდა და მათ შორის, უკანასკნელი ორი თამაში მიყოლებით წააგო. მეორე მხრივ, ნაპოლის ბოლო წლებში ძალიან უჭირს მილანის წინააღმდეგ შინ თამაში, რაზეც სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს.
მილანი იტალიის ჩემპიონატში 21 ქულით მეორე ადგილზეა და ინტერს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. შეიძლება ითქვას, რომ პიოლის ბიჭები ამ მატჩს მხიარულ ნოტაზე ვერ ხვდებიან, რადგან როსონერი წინა ტურში ჯერ იუვესთან დამარცხდა, ხოლო შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს წინააღმდეგ 3:0 უშანსოდ განადგურდა. აქვე უნდა ითქვას, რომ იტალიურ გრანდს გოლების გატანა ძალიან უჭირს - სერია A-ს ეგიდით "შავ-წითლებმა" ყველაზე დიდი ანგარიშით 4:1 მოიგეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
Gazzetta - Garcia, obiettivo svolta: se batte il Milan fa meglio di Spalletti https://t.co/mefYLuMgfH
— TuttoNapoli.net (@tuttonapoli) October 28, 2023