კახა კალაძესა და მიხეილ ყაველაშვილს 2025 წელს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების თამაში შესთავაზეს. რუსული მედიის ცნობით, ამ ინიციატივით მათ საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა მიმართა.
"გადადგით მშვიდობიანი და აუცილებელი ნაბიჯი კეთილმეზობლური ურთიერთობების გასაძლიერებლად. ჩვენ ერთიანები ვართ მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ერთობლივად გადავწყვიტეთ ტერიტორიული საკითხები და გავაფართოვეთ საქართველოს საზღვრები!" -
აღნიშნულია რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ წერილში.