კავაზაშვილი: "მამარდა საბჭოთა კავშირის მეკარის სტილში თამაშობს" » სპორტის ხაზი

კავაზაშვილი: "მამარდა საბჭოთა კავშირის მეკარის სტილში თამაშობს"

კავაზაშვილი: "მამარდა საბჭოთა კავშირის მეკარის სტილში თამაშობს"
28-06-2024, 17:57
Aa Aa
გაზიარება:

"სპარტაკის" ყოფილმა კარის დარაჯმა ანზორ კავაზაშვილმა საქართველოს მეკარის შესახებ ისაუბრა.

"რა შეგვიძლია მასზე ვთქვათ? მან უკვე ყველაფერი თავად თქვა. ყველა მატჩში ძალიან მშვიდად, დამაჯერებლად, ევროპულ სტილში გამოიყურება, ან სიმართლე რომ ვთქვა, საბჭოთა კავშირის სტილში. ის ჩვენი სკოლის მიმდევარია. საკუთარ საჯარიმოში შეცდომებს არ უშვებს და სულელურად არ თამაშობს მაშინ, როცა მის წინ რამდენიმე მეტოქეა.

"მცველს პასს მაშინ აძლევს, როცა თანაგუნდელი თავისუფალია. ასე რომ, ის ჩვენი სტილისაა, საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარეები სწორედ ასე თამაშობდნენ. ვფიქრობ, ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, მამარდაშვილი აუცილებლად მოხვდება ტურნირის საუკეთესო სამ გოლკიპერს შორის."

- აღნიშნა ანზორმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი