"ნაკრებს არაბიძე ძალიან გამოადგება" - რას ამბობდა გუცაევი თვეების წინ » სპორტის ხაზი

"ნაკრებს არაბიძე ძალიან გამოადგება" - რას ამბობდა გუცაევი თვეების წინ

"ნაკრებს არაბიძე ძალიან გამოადგება" - რას ამბობდა გუცაევი თვეების წინ
გუშინ, 22:29
Aa Aa
გაზიარება:

წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და პირველი არხის ტელეწამყვანმა, ვლადიმერ გუცაევმა თვეების წინ თქვა, რომ ეროვნულ ნაკრებს გიორგი არაბიძის დამატება ძალიან წაადგებოდა.

როდესაც არაბიძის თამაში ევროთასებზე ვნახე, ძალიან მომეწონა. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებული მატჩისთვის შემადგენლობა ჯერ დასახელებული არაა და რას ფიქრობთ, არის თუ არა გიორგი არაბიძე ღირსი, საქართველოს ნაკრებში იყოს და არა მხოლოდ გამოიძახონ, არამედ ათამაშონ კიდეც? მე მომწონს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ნაკრებს გამოადგება.

- ამბობდა გუცაევი.

სხვათა შორის, ალბანეთთან მარცხის შემდეგ არაერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ ასეთ თამაშში არაბიძის სათამაშო ტექნიკა და მრავალფეროვნება, შესაძლოა, რომ გამოსავალიც კი ყოფილიყო და მისთვის შანსი აუცილებლად უნდა მიეცათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი