წარსულში ცნობილმა და წარმატებულმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა გიორგი არაბიძის ნაკრებში გამოძახების საკითხზე ისაუბრა:
"არაბიძის თამაში ევროთასებზე ვნახე და ძალიან მომეწონა. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებული მატჩისთვის შემადგენლობა ჯერ დასახელებული არაა და რას ფიქრობთ, არის თუ არა გიორგი არაბიძე ღირსი, საქართველოს ნაკრებში იყოს და არა მხოლოდ გამოიძახონ, არამედ ათამაშონ კიდეც? მე მომწონს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ნაკრებს გამოადგება", - თქვა ვლადიმერ გუცაევმა
ცნობისთვის, გიორგი არაბიძეს ეროვნულ ლიგაში შესანიშნავი პერიოდი უდგას და უკვე არაერთი გულშემატკივარი მოითხოვს, რომ მარჯვენა ვინგერი ეროვნულ გუნდში გამოიძახონ.