გველესიანი პერსეპოლისს ტოვებს - რა იქნება მომავავლში » სპორტის ხაზი

გველესიანი პერსეპოლისს ტოვებს - რა იქნება მომავავლში

გველესიანი პერსეპოლისს ტოვებს - რა იქნება მომავავლში
გუშინ, 11:41
Aa Aa
გაზიარება:

ირანული სპორტული მედიის ცნობით, ირანის საფეხბურთო კლუბ "პერსეპოლისში" სიახლეებია მოსალოდნელი — მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს. მისი მოქმედი კონტრაქტი მალე იწურება და კლუბს მისი განახლებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

როგორც საინფორმაციო წყარო Sobhefootballi იუწყება, საბოლოო გადაწყვეტილება "პერსეპოლისის" მთავარმა მწვრთნელმა, ისმაილ კარტალმა მიიღო. თურქი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ქართველი მცველი ასაკშია შესული და უკვე ახალ ცენტრალურ მცველზე აკეთებს აქცენტს.

ამასთან, ირანულ მედიაში გავრცელდა გველესიანის კომენტარიც, სადაც ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მისი მომავალი ჯერ გაურკვეველია. თუმცა, თუ კლუბი ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, ის მზად არის დარჩენაზე შეთანხმდეს — მისი თქმით, "პერსეპოლისი" მისთვის ოჯახივითაა და კარიერის დასრულება სწორედ აქ სურს.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს 33 წლის მცველი კარიერას ირანული კლუბის დატოვების შეთხვევაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი