გიორგი გველესიანის მომავალი გაირკვა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მცველი » სპორტის ხაზი

გიორგი გველესიანის მომავალი გაირკვა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მცველი

გიორგი გველესიანის მომავალი გაირკვა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი მცველი
24-07-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი კარიერას კვლავ ირანის ჩემპიონატში გააგრძელებს.

33 წლის მცველმა პერსეპოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ინფორმაციას ამის თაობაზე ირანული კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. გახანგრძლივებული კონტრაქტის ვადა ერთი წელია, ასე რომ, გველესიანი მომდევნო სეზონს ირანის ჩემპიონის რიგებში გაატარებს.

ცნობისთვის, გიორგი გველესიანი პერსეპოლისში 2020 წლიდან თამაშობს და კლუბის მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში, თავი 16 გოლით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი