როგორც იცით, საქართველოს ირანის ჩემპიონატში გიორგი გველესიანის სახით სტაბილურად მოთამაშე ლეგიონერი ჰყავს, რომელმაც ამავე ქვეყნის პირველობის ბოლო ტურში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
გველესიანის პერსეპოლისი შამს აზარ ქაზვინს ხვდებოდა და შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, თუმცა მატჩი ათი კაცით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ პერსეპოლისის რიგებიდან ორივე გოლი სწორედ გიორგი გველესიანმა, ამპლუით მცველმა გაიტანა. პირველ ჯერზე გიორგიმ თავისი გუნდი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში თამაშიდან დააწინაურა, მატჩის ბოლოსკენ კი გველესიანმა პენალტი გამოიყენა და მეტოქეს დუბლი შეუსრულა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი გველესიანის პერსეპოლისი ირანის ჩემპიონატის მე-3 პოზიციას 25 ქულით იკავებს, 14 ტურში კი გველესიანს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.