UFC-ის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ ჩემპიონს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გაუმართლა.
"არ დავმალავ და ვიტყვი, რომ როცა დილით გავიღვიძე და ვნახე თოფურიამ ვოლკანოვსკის მოუგო, მეწყინა - ალექსი ძალიან მომწონს, ილია კი მეზიზღება.
ვფიქრობ, თოფურიას გაუმართლა და ვოლკანოვსკის შესაფერის დროს ეჩხუბა. ავსტრალიელი მებრძოლი ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით წაგებული ჩხუბის შემდეგ ფორმაში არ იყო და მინიმუმ სამი თვით გვიან მაინც უნდა დაბრუნებულიყო", - განაცხადა პიმბელტმა.