ბრიტანელი მებრძოლი: "ქართველებო, ამის გამო ყველას პატიებას გთხოვთ" » სპორტის ხაზი

ბრიტანელი მებრძოლი: "ქართველებო, ამის გამო ყველას პატიებას გთხოვთ"

ბრიტანელი მებრძოლი: "ქართველებო, ამის გამო ყველას პატიებას გთხოვთ"
27-07-2024, 21:27
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ქართველ გულშემატკივრებს ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

სალამი, ქართველებო. რაც რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში ვთქვი, ძალიან ბევრმა არასწორად გაიგო. მე არანაირი წარმოდგენა არ მქონდა თუ რა მოხდა საქართველოში, გიგა ჭიკაძე კი ნამდვილი კაცივით მელაპარაკა ამაზე და ყველაფერი ამიხსნა.

მე არაფერი ვიცოდი გენოციდზე, არც დაბომბილ მოსახლეობაზე, არც მოკლულ ადამიანებზე. მე უბრალოდ ხალხს ვპასუხობდი, როდესაც ისინი ჩემზე ლაპარაკობდნენ.

ასე რომ, ქართველებო, თუ თავი შეურაცხყოფილად იგრძენით, მაპატიეთ, მიყვარხართ.

- თქვა პედი პიმბლეტმა.

ცნობისთვის, პიმბლეტმა ბოდიში საქართველოსა და რუსეთის თემატიკასთან დაკავშირებულ პროვოკაციულ კომენტარებზე მოიხადა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი