საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა. წლის დასკვნით შეხვედრაში, ჩვენი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან, ოლომოუცში, მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი ვილი სანიოლმაც გააკეთა.
"ერთა ლიგაში სწორედ იქ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ბ ლიგაში პირველად ვითამაშეთ და თითოეულ მეტოქესთან ღირსეულად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, თუ უმაღლეს საფეხურზე გვსურს ასვლა, არის გარკვეული დეტალები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს. განსაკუთრებით, მატჩების სასტარტო წუთები, რადგან ბოლო პერიოდში ეს პრობლემა იყო ჩვენთვის
ვერ შევეგუები იმას, რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ", - განაცხადა სანიოლმა.