"ამას აუცილებლად ვუზამ" - პედი პიმბლეტი ილია თოფურიას ემუქრება » სპორტის ხაზი

"ამას აუცილებლად ვუზამ" - პედი პიმბლეტი ილია თოფურიას ემუქრება

"ამას აუცილებლად ვუზამ" - პედი პიმბლეტი ილია თოფურიას ემუქრება
2-12-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილი გახდა, რამდენიმე თვის წინ, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ბრიტანელ პედი პიმბლეტს სასტუმროში დაუპირისპირდა, რის შემდეგაც გაჩნდა ლოგიკური მოსაზრება, რომ მათი ბრძოლა უშუალოდ რინგზე უნდა ჩანიშნულიყო, თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არ ხდება.

საგულისხმოა, რომ ილია თოფურია 11 დეკემბერს, UFC-ის 282-ე ღონისძიებაზე ბრაის მიტჩელს დაუპირისპირდება, პედი პიმბლეტი კი ქვემთავარ ბრძოლას ჯარედ გორდონთან გამართავს.

რასაკვირველია, ბრიტანელ მებრძოლს ლონდონის სასტუმროში მომხდარი უსიამოვნო შემთხვევის შესახებ ჰკითხეს, რის შესახებაც პედი პიმბლეტმა შემდეგი რამ თქვა:

"სახლს თავად ვიქირავებ, UFC-ის სასტუმროში ცხოვრებას აღარ ვაპირებ. არაფერში მჭირდება, ვიყო სასტუმროში სოკოებთან და ხელის სადეზინფექციო ხსნარებთან (იგულისხმება ილია თოფურია) ერთად. თუ სადმე გადამეყრება, მე მას ყბას მოვტეხავ".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი